რუსული მედიის დღის მთავარი თემა: ივანიშვილმა 2008 წლის ომში საქართველოს ბრალი აღიარა
"ქართველმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პარტია ‘’ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნები მოიგო, განაცხადა, რომ 2008 წლის ომის პროვოცირება საქართველომ მოახერხა”. ამის შესახებ რუსული "კომსომოლსკაია პრავდა” წერს სტატიაში სათაურით: "ივანიშვილმა აღიარა საქართველოს ბრალი 2008 წლის ხუთდღიან ომში” და ივანიშვილის სიტყვებს ციტირებს: "ხუთდღიანი ომი იყო სააკაშვილის მიერ დაგეგმილი დიდი პროვოკაცია... ამას ამერიკელები და ევროპელებიც აღიარებენ. ეს პროცესები შეიძლება არ მომხდარიყო, ჩვენ რომ ნორმალური ხელმძღვანელობა გვყოლოდა” - იმოწმებს რუსული გამოცემა საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
არა მარტო "კომსომოლსკაია პრავდა”, არამედ ზოგადად რუსული მედიასაშუალებების უმრავლესობა დღეს ამ თემას ასევ ვთქვათ, რევანშისტული სათაურების სტატიებს უძღვნის: მაგალითად, "ივანიშვილმა სააკაშვილი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა”, "ბ. ივანიშვილი: 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო”, "08.08.08. სააკაშვილმა დაიწყო”, "ივანიშვილი: ომი ოსეთში სააკაშვილმა დაიწყო”, "ივანიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს” და ა.შ.
მსგავსი სათაურები არაერთია და რუსული გამოცემების დღის მთავარი თემაა.
internet.ge