დღეს,
პარლამენტის
სესიაზე მინისტრთა კაბინეტის საკითხის განხილვა იგეგმება.
მთავრობის
ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს 12:00 საათზე, პლენარულ სხდომაზე უყრის.
შეგახსენებთ,
რომ პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების გარდა, შესაძლოა სახალხო დამცველიც აირჩიონ.
Internet.ge