პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ახალი მთავრობა ფართო მასშტაბიან რეფორმებს ყველა მიმართულებით
განახორციელებს და მათი პოლიტიკა ხალხის ინტერესებს დაეფუძნება.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს, პარლამენტში სიტყვით
გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ყველა, ვინც
უკანონობაში მონაწილეობდა, პასუხს აგებს.
„მოქალაქეები აქტიურად იქნებიან ჩაბმული პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში
და სწორედ ეს გახდება ჩვენი მთავრობის მუშაობის უმთავრესი საფუძველი. 2004 წლის
საკონსტიტუციო ცვლილებს მახინჯი მმართველობა მოჰყვა და ამის შედეგებს ჩვენ ახლა
ვიმკით. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ერთპარტიული მმართველობა, ამ ეტაპზევე საჭიროა
კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილის შეცვლა და სათანადო მოდელის შემოღება“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიოდატის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება
მხოლოდ ფართო განხილვის საფუძველზე იქნება მიღებული.
„გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველა
გონივრულ მოსაზრებასა და ინტერესს. კონსტიტუცის ისეთი მოდელი იქნება დადგენილი,
რომელიც უზრუნველჰყოფს სტაბილურობას, ასევე ოპოზიციასაც მიეცემა
ბერკეტები, რომ ხელისუფლება გააკონტროლონ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge