„ახალი მთავრობის მთავრი მიზანი, ქვეყნის
ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იქნება“,- ამის შესახებ განცხადება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდი
აუცილებლად გამოძებნის გზას აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ. მისივე თქმით, მოხდება
რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაც.
დღესვე, ივანიშვილმა გამოსვლისას ყურადღება
პრეზიდენტის ინიციატივაზეც გაამახვილა, რომლის მიხედვით, გუბერნატორების, მერებისა
და გამგებლების არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს.
„თვითმართველობის ამოქმედებას ეტაპობრივად
ვგეგმავთ, რაც საბოლოოს ქვეყნის მართველობის სრული დეცენტრალიზაციით დასრულდება.
თვითმართველობის ორგანოებს გადაეცემათ შესაბამისი უფლებები. გაიხსნება
მომსახურების ცენტრი, გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები. ასევე განისაზღვრება
თითოეული დაბის, სოფლის და ქალაქის იურიდიული სტატუსი“,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge