ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი პოლიტიკური ნებაა ათასობით დაპატიმრებულის საქმე გადაისინჯოს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის
განცხადებით, ახალი მთავრობა იქნება გარანტი იმისა, რომ მოქალქეების
კონსტიტუციური უფლებები იქნება ხელშუხებელი, დამკვიდრედება კანონის უზენაესობა და ბოლო მოეღება პოლიტიკური ნიშნით დევნას.
როგორც
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება გაატარებს სასამართლო რეფორმას, სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ
გათავისუფლდება პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენისაგან, მართლმსაჯულება გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ამოქმედდება ქმედით საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმები.
მისი
თქმით, მათი გუნდის
პოლიტიკური ნებაა სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული
გამჭირვალობა და მართლმსაჯულების მთელი პროცესის საჯაროობა.
„ჩვენ მივაღწევთ სასამართლოს ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, სასამართლოს ფინანსური დამოუკიდებლობითაც. ჩვენი ხელისუფლების პიროებებში გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი. ჩვენ რეალურად განვახორციელებთ სამართლიანი
სასჯელის პოლიტიკას. გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით. დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი და სრულად იქნება დაცული ადამიანის
უფლებები. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული
დაზარალებულის ინტერესები“,- განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მათი გუნდის პოლიტიკური ნებაა შეიზღუდოს პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილება, გაძლიერდეს ადვოკატურის ინსტიტუტი და ათასობით
უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვადებში გადაისინჯოს მათი საქმეები.
„ჩვენი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს
გარდაქმნის საშინაო საქმეთა სამინისტროდ და მას სამოქალაქო სამსახურად
ჩამოაყალიბებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან
გამოიყოფა სახელმშიფო უშიშროების სამსახურები და
შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ სამსახურის საქმინობა კი, საიდუმლო
ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია იქნება“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge