ბიძინა ივანიშვილი: რუსეთთან დიალოგს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დავიწყებთ
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა
ივანიშვილის განაცხადებით, ახალი მთავრობის პოლიტიკური გუნდის გაცხადებული პრიორიტეტია, ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, ევროატლანტიკური ორიენტაცია და ნატოში ინტეგრაცია.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველომ მონაწილეობა უნდა
მიიღოს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში.
„საქართველოს მთავარ მოკავშირესთან
-ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად. საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დავიწყებთ დიალოგს რუსეთთან, რაც დაგვეხმარება არსებული კრიზისის ეტაპობრივად დაძლევაში. დაბალანსებული რეგიონალური
პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების, გამაერთიანებლის ფუნქცია“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან.
„ჩვენ გზას გავუხსნით სახალხო დიპლომატიას,
ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ბიზნესპროექტებს“,- დასძინა ივანიშვილმა.
Internet.ge