“საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ისეთი საბაზრო სისტემის ჩამოყალიბება, სადაც გამორიცხული იქნება მონოპოლიების არსებობა“,-ამის შესახებ განცხადება
ივანიშვილმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატის თქმით, ქვეყნაში შიდა და უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო
შეიქმნება.
„საგარეო- სავაჭრო პოლიტიკის კუთხით საქართველოს მთავრობისათვის პრიორიტეტულია საექსპორტო საბაზრო არეალების მნიშვნელოვანი ნგაფართოება, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ამოქმედება, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, შესაძლებელი გახდება მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. კომუნალური ტარიფები კი, დაეფუძნება რეალურ გათვლებს და ქვეყნის მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება.
„უმოკლეს ვადებში განხორციელდება ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება. დაკანონდება შეღავათები მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის. საქართველოს მთავრობა უმნიშვნელოვანეს რეფორმას განახორციელებს ჯანდაცვის სისტემაში.
ყველა მოქალაქეს ექნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო
პაკეტი. ასევე, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება საპენსიო სისტემაში. უკიდურესად გაჭირვებულთათვის გაორმაგდება სოციალური დახმარების ოდენობა. გაიზრდება დახმარების მიმღებთა რაოდენობა“,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge