პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიზინა ივანიშვილის
განცხადებით, ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მოხდება საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება.
როგორც პარლამენტში ყოფნისას ივანიშვილმა
განაცხადა, საკვები პროდუქტები აღარ იქნება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში. ფულადი საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებები კი, განისაზღვრება.
„ეროვნული ბანკი გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისაგან და ხელი შეეწყობა კომერციულ ბანკებს შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას. მთავრობა გაზრდის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობას, აუცილებლად გააუქმებს არამიზნობრივ ხარჯებს.
საქართველოს კონტროლის პალატა რეალურად მიიღებს მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში“,- განაცხადა მინისტრრობის
კანდიდატმა.
ივანიშვილის თქმით, მთავრობისთვის ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულება გარემოსდაცვითი სფერო იქნება. მისივე თქმით, მათი გუნდი უზრუნველყოფს, იმას რომ მედია იყოს დამოუკიდებელი, ხოლო დაფინანსება გამჭირვალედ
მოხდეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დღესვე განათლების
სფეროზეც გაამხვილა ყურადღება. მისი თქმით, შეიცვლება მადატურის ინსტიტუტის
შინაარსი.
„მანდატური იქნება სკოლის თანამშრომელი, რომელიც დაიცავს სკოლის უსაფრთხოებას. იგი ვერ ჩაერევა დირექტორისა და მასწავლებლის საქმიანობაში და მისი უფლება- მოვალეობა განსაზღვრული იქნება სკოლის დებულებისა და ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით“,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge