დავით ბერძენიშვილი: წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში უპრინციპო და არაკორექტული იყო
ფრაქცია
"ქართული
ოცნება-რესპუბლიკელების"
თავმჯდომარე
დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში უპრინციპო და არაკორექტული
იყო.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
ბერძენიშვილმა განმარტა, "ქართული ოცნების" პოლიტიკა
ჩრდილოელი მეზობლის მიმართ პრინციპული და კორექტული იქნება.
„მოსკოვთან ფლირტის და ბუზღუნის მონაცვლეობა იყო შევარდნაძე-სააკაშვილის გზა.
სწორედ სააკაშვილმა ჩახედა პუტინს თვალებში და დითირამბები უძღვნა მას
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ჩვენ არ გვაწუხებს კომპლექსები რუსეთთან მიმართებაში. ამიტომაც ვაპირებთ ჩვენ ამაყად ძალიან რთულ მეზობელთან ურთიერთობების დალაგებას. თქვენ ზურგით იდექით აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ მათთან ვმუშაობდით ომამდე, ომის დროს, ომის შემდეგაც. თქვენმა გაუთვლელმა ნაბიჯებმა ხელი შეუწყო რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიტაცებას",
- განაცხადა ბერძენიშვილმა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა
რუსეთ-საქართველოს ომის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები "ნაციონალური მოძრაობის"
მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.
მისი თქმით, კოალიციის წევრებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს უთქვამთ,
რომ 2008
წელს ომი
საქართველომ
დაიწყო.
Internet.ge