GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუბინი: არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოს დემოკრატია ლოზუნგზე მეტს ნიშნავს
13:27 26.10.2012
დღის სიახლეები
ვაშინგტონში, ცენტრში - ”ნაციონალური ინტერესისთვის” (Center for the National Interest) გამართული შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, მის შედეგებს, აშშ-სა და ქართველოს შემდგომ ურთიერთობას მიეძღვნა. შეხვედრის დასაწყისში ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ვრცლად ილაპარაკა ერიკ რუბინმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. იტყობინება რადიო თავისუფლება. 

”1 ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოს დემოკრატია ლოზუნგზე მეტს ნიშნავს და ძალაუფლების ერთი მმართველი პარტიის მიერ მეორისთვის გადაცემის პროცესი სანიმუშოა ყველა ახალი დემოკრატიისთვის” - განაცხადა რუბინმა.

ერიკ რუბინმა გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მიერ ადრე ნათქვამი სიტყვებიც საქართველოში ძალაუფლების გადაცემის შესახებ:

”ჩვენი პოლიტიკა, როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ უთქვამთ პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივან კლინტონს, მდგომარეობს საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის მხარდაჭერაში. და, სწორედ ეს ხდება მიმდინარე კვირაში ახალი პარლამენტის კვირას გამართული სხდომით დაწყებული მთავრობის ახალი კაბინეტის დამტკიცებით დამთავრებული”. 

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აღნიშვნის ღირსად თვლის იმას, რომ ”დაუნდობელი” წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ პოლიტიკური მხარეები კონსტრუქციულად თანამშრომლობენ ძალაუფლების გადაცემის უმტკივნეულო პროცესის უზრუნველსაყოფად.

”პირველი - საქართველოს ხალხი იყო მზად ცვლილებისთვის და მათ მიიღეს ცვლილება; მეორე - მიღებული პარლამენტი, სადაც არავის აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ნიშნავს, რომ გამარჯვებულ ”ქართულ ოცნებას” არ გააჩნია კარტბლანში კონსტიტუციის თავისი ნების შესაბამისად სწრაფი ცვლილებისთვის ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, როგორც ამას წინა მთავრობა აკეთებდა. ახალი პოლიტიკური განლაგება, ხელისუფლების შტოებს შორის გაზრდილი ბალანსით საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის კარგი და ჯანსაღია”. 

ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ორმხრივი დიალოგი საქართველოსთან გაგრძელდება და კვლავაც დაეფუძნება ჩარჩოს, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ქმნის. რუბინი წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები არ იყო ”სრულყოფილი”.

აშშ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან იმუშვებს იმ სფეროების გამოსასწორებლად, რომლებიც საარჩევნო პროცესის სრულყოფას შეუწყობს ხელს. რუბინი საქართველოს დასავლურ ორიენტაციასაც შეეხო:

”შესაძლოა, ქართველები ვერ თანხმდებიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთ ძირეულ საკითხზე არსებობს შეთანხმება. პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ივანიშვილისა და მისი გუნდის პოზიცია მკაფიოა - მათ სურთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება და საბოლოოდ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება”. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ილაპარაკა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც. თავდაპირველად მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ - სამხედრო ძალების 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებისა და საერთაშორისო მეთვალყურეების ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრის ორივე მხარეს დაშვებისკენ:

”ამავე დროს ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვერ ვხედავთ წინააღმდეგობას საქართველო-აშშ-ს აქტიურ, ჯანსაღ ურთიერთობებსა და საქართველო-რუსეთს შორის აქტიურ, ჯანსაღ ურთიერთობებს შორის. გასულ წელს ბევრი ვიმუშავეთ საქართველოსა და რუსეთის პოზიციების დასაახლოებლად იმისათვის, რომ საქართველო დათანხმებოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას”, - განაცხადა ერიკ რუბინმა, რომელიც ოპტიმისტურად უყურებს როგორც საქართველოს, ისე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის მომავალს" - იტყობინება რადიო თავისუფლება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუბინი: არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოს დემოკრატია ლოზუნგზე მეტს ნიშნავს1
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა2
მიხეილ სააკაშვილი: ომში დაღუპული გმირების სახელზე ავაშენებთ ახალ საქართველოს3
კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები 48 საათში დასრულდება4
ფოტორეპორტაჟი: განახლებული ახალციხე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X