ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რის შემდეგაც მიღებულ იქნა ახალი რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. დოკუმენტში რუსულ ოკუპაციაზეც არის საუბარი.
ევროპარლამენტი ულოცავს ქართულ საზოგადოებას სერიოზული ნაბიჯის გადადგმას დემოკრატიის მიმართულებით და მიესალმება არჩევნებს, რომელიც ეუთოს დამკვირვებელთა აზრით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და პოლიტიკური მომავლისათვის
იყო.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ამ დრომდე ოკუპირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ევროკავშირის მონიტორინგი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კვლავ შეზღუდულია.
ევროპარლამენტარებმა რეზოლუციაში განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე, როცა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ თავისი პარტიის დამარცხება აღიარა.
Internet.ge