წულუკიანი: ჩვენი მიზანი იუსტიციის სამინისტროს სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად ჩამოყალიბებაა
იუსტიციის
მინისტრის
მინისტრი თეა წულუკიანის მიმართვას
ავრცელებს. წულუკიანი თანამშრომლებს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას
ულოცავს.
„მოგესალმებით იუსტიციის სამინისტროს უწყების ყველა თანამშრომელს!
გილოცავთ
ყველას ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას და ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს - ქვეყანას წაუძღვეს მომავლისაკენ. იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში, ჩვენ შევძლებთ გავაერთიანოთ ძალისხმევა და, მიუხედავად ხანდახან არსებული განსხვავებული აზრისა, ვუერთგულოთ ერთ საქმეს“,-
აცხადებს მინისტრი.
ამასთან, წულუკიანი თანამშრომლებს ყველა კარგი პროექტის
ერთობლივად დასრულებისკენ მოუწოდებს.
„მე მაქვს მიზანი, თქვენთან ერთად გავაგრძელო ყველა ის კარგი პროექტი და საქმე, რაც გიკეთებიათ და დაგეხმაროთ არსებული ხარვეზების გამოსწორებაში. მე აგრეთვე მიზნად მაქვს არ დავუშვა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა ტიპის უთანასწორობა ან დისკრიმინაცია განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულების გამო. მე არ მაქვს მიზნად ზედამხედველი ვიყო რომელიმე სხვა უწყების ან რომელიმე დაწესებულების, რომელიც ჩვენს უწყებაში არ შემოდის.
პირიქით,
ჩვენი მიზანი უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბება სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად, იურიდიულ ავტორიტეტად, საჭირო რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორად და ამ კუთხით, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან რეალური თანამშრომლობა.
გიხდით
მადლობას იმ შრომისთვის, რომელიც აქამდე ქვეყნისთვის გასწიეთ და გისურვებთ წარმატებებს ახალი მინისტრის ხელმძღვანელობით“,- ნათქვამია მიმართვაში.
internet.ge