უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა
ეგზიტპოლის შედეგები,
რომლის მიხედვითაც, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 5 პოლიტიკური პარტია
ხვდება.
წინასწარი
შედეგებით, ამომარჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა პარტია "რეგიონებმა" დააგროვა. მას ოპოზიციური
გაერთიანება "ბატკივშინა" მოსდევს. წინასწარი გამოკითხვების შედეგებით,
პარლამენტში მოხვდა ვიტალი კლიჩკოს პარტია "უდარიც". უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში
მოსახვედრად 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს კომუნისტურმა პარტიამ და პარტია
"თავისუფლებამაც".
შეგახსენებთ,
რომ უკრაინის მოქალაქეებს
საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შეეძლოთ. თბილისში დარეგისტრირებული 278
ამომრჩევლიდან უბანზე 215 პირი მივიდა.
Internet.ge