საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, რუსეთთან ურთიერთობის
საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ახალი უწყების მიზანი იქნება, მეზობელ
სახელმწიფოსთან, პროგნოზირებადი, პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ამის შესახებ განცხადება, აბაშიძემ დღეს წარდგენისას გააკეთა. მისი
თქმით, ქართული მახრე, ახლა რუსეთისგან ელოდება მსგავს ნაბიჯს.
„მესმის რა რთულ ამოცანასთან მექნება საქმე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი
იმისა, რომ მთავრობის ამ ნაბიჯზე რუსეთიც გადადგამს ანალოგიურ ნაბიჯს.
შენარჩუნებული უნდა იყოს ჟენევის ფორმატიც, რადგან მას თავისი დანიშნულება
გააჩნია. ახალი ფორმატის მიზანი კი, უნდა იყოს პრობლემების განხილვა და მათი
ეტაპობრივი მოწესრიგება, მხარეებს შორის ნდობის ფაქტორის შემნა და კეთილმეზობლური
ურთიერთობების ჩამოყალიბება“,- განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძის განცახდებით, საქართველომ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი,
რომელიც თავისუფალი არჩევანის პრინციპებს შეესაბამება.
Internet.ge