რუსი ექსპერტი: რუსეთმა ბელორუსისგან შეიძლება აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება მიიღოს
ბელორუსი მუდმივად ვაჭრობს რუსეთთან. უპირველეს ყოვლისა, ეს ვაჭრობა ეკონომიკურ პრეფერენციებს შეეხება, რომლებიც შესაძლოა, რუსეთმა მინსკს მისცეს – განუცხადა სააგენტო რეგნუმს პოლიტოლოგმა პაველ სვიატნიკოვმა.
მისი თქმით, ბელორუსის გადაწყვეტილება, არ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თავის დროზე ძალიან მტკივნეულად აისახა რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობებზე, რადგან მინსკი ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც რუსეთის მოკავშირე და უცბად კი გაირკვა, რომ ის არ არის მზად სერიოზულ კონფლიქტში შევიდეს საქართველოსთან – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ამასთან, ის თვლის, რომ რუსეთს შეუძლია უახლოეს მომავალში მიაღწიოს მიზანს და ამაში გადამწყვეტი ფული იქნება.
როგორც სვიატნიკოვი ამბობს, თუკი აღიარების
სანაცვლოდ წონადი ფული იქნება გადახდილი, გარკვეულ პირობებში, მინსკი შეიძლება ამაზე წავიდეს.
internet.ge