ამერიკის
საპრეზიდენტო
არჩევნებში,
ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. შეერთებული შტატების ახალმა, 45-ე პრეზიდენტმა, არჩევნები სენატორ მით რომნისთან ბრძოლაში მოიგო.
ხმების
დათვლა ამ დროისათვის დასრულებული არ არის, თუმცა მას უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 303 ხმა აქვს, რომნის კი - 206.
მით რომნიმ უკვე აღიარა საკუთარი დამარცხება, ობამას კი მეორედ გაპრეზიდენტება მიულოცა. როგორც რომნიმ განაცხადა, ქვეყნის ლიდერებმა უთანხმოება გვერდზე უნდა გადადონ და ქვეყანაში კეთილდღეობამ უნდა დაისადგუროს.
ობამამ
კი, რომნის მადლობა გადაუხადა კონკურენტუნარიანი
საარჩევნო
კამპანიისათვის
და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ობამას
ხელმეორე საპრეზიდენტო ინაუგურაცია 21 იანვარსაა დანიშნული.
internet.ge