საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა
ივანიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვება
მოულოცა.
როგორც პრემიერმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო წვეულების დასრულების
შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან აშშ-ის ელჩს არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ვფიქრობ,
ჩვენ მოვახერხებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას ჩვენს ყველაზე დიდ მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვულოცავ ამ გამარჯვებას პრეზიდენტ ობამას და ამერიკელ ხალხს", - განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge