კუბლაშვილი: ახალაიას დაკავება ივანიშვილისა და ალასანიას დავალებით შესრულებული ანგარიშწორება
უმცირესობის
წარმომადგენელი
პავლე კუბლაშვილი დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
კუბლაშვილის
შეფასებით,
თავდაცვის
და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გენერალური შტაბის მოქმედი უფროსისა და ბრიგადის მოქმედი უფროსის დაკავების საქმეს, სამართლებრივი ნაწილი რეალურად არ გააჩნია.
“ახალაიას
დააბრალეს
ყველაფერი,
რაც თეორიულად შეიძლება დააბრალო ადამიანს, მაგრამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და თქვა, რომ მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს, ერთი დღის განმავლობაში დაიწყეს მოკვლევა და დააკავეს არც მეტი, არც ნაკლები სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით. ეს უკვე სასაცილო არ არის? ეს
არის სრულმასშტაბიანი
პოლიტიკური
დევნა”,- განაცხადა დეპუტატმა.
კუბლაშვილის
თქმით, სასაცილო ფაქტია, როდესაც თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსს და ბრიგადის ხელმძღვანელს სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით აკავებენ.
“ეს
არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ალასანიას დავალებით შესრულებული კონკრეტული ანგარიშწორება. როგორც ჩანს, ალასანიამ ვერ გადაიტანა, რომ გენერალური შტაბის უფროსი მის მიერ არ არის დანიშნული. მე მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვერც მომავალში დანიშნავს გენერალური შტაბის უფროსს”,- განაცხადა კუბლაშვილმა.
internet.ge