„ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“
„ბატონ ცეზარს დაეჯერება. პირადი
გამოცდილებით ვიცი რომ სიტყვისა და საქმის კაცია. არ ჰგავს იმათ, აი მარტო არჩევნებზე
რომ ახსენდები და მაშინ რომ იძლევიან დაპირებებს, როცა შენი ხმა სჭირდება“, - ამბობს წეროვანელი გლეხი, რომელიც თვლის რომ „ჩოჩელის გამარჯვების შემდეგ რაიონი გამოცოცხლდება“.
„რა გითხათ აბა? მე რაღა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რასაც თქვენ ვერ ხედავთ?
გააჩერეს ყველაფერი. ყელში ამოუვიდა ხალხს დიმიტრი ხუნდაძის ტყუილი დაპირებები.
ხალხს დასაქმებაში არ ეხმარება, სოფელს პრობლემების გადაჭრაში არ ეხმარება,
ქალაქს განვითარებაში არ ეხმარება და აბა რისთვისღა უნდა ავირჩიოთ მეორედ?
გვეყო ამდენი წვალება. რაიონს დახმარება უნდა და აი, ამ კანდიდატებიდან,
ყველაზე მაგარი, გამრჯე, დაუზარელი და სანდო, ჩემი აზრით, ცეზარ ჩოჩელია.
ათასი რამე მოუგონეს, დააბრალეს, ხან იმათმა, ხან ამათმა, მაგრამ მაინც
ვერ გააჩერეს, ასაქმებს ხალხს, აშენებს ქარხნებს...“, - აცხადებს იგი და თან იმაზე წუხს
რომ „მიუხედავად კარგი პროექტებისა, სოფელს ჯერ მაინც არ ეშველა“.
„კარგი პროექტი აქვთ სოფლის მეურნეობისათვის. განა არ აქვთ, მაგრამ ჩვენამდე
ვერ მოდის, ვერ აღწევს, რადგან ვინც დღეს ჩვენ სოფელსა და რაიონს უნდა მოეხმაროს, იმას
ეს არ აინტერესებს“, - მოქმედ მაჟორიტარს საყვედურობს მოხუცი და მიუხედავად დღევანდელობისა,
მომავლის იმედი მაინც აქვს.
„შეიცვლება შვილო სიტუაცია, განა არ შეიცვლება. მთავარია რომ ბევრი ვიყოთ
ამ აზრზე. მე რასაც ვატყობ სოფელში, ბევრი ფიქრობს ჩემნაირად. ზოგი სხვა პარტიას უჭერს
მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“.
ცეზარ ჩოჩელი არჩევნებში დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსით მონაწილეობს.
ის კენჭს მცხეთის რაიონში იყრის და აცხადებს რომ ქალაქსა და რაიონს რეალური პოტენციალი
აქვს იმისა რომ ადგილობრივებმა უკეთ იცხოვრონ.
მისი თქმით, გამარჯვებისთანავე განახლდება გაჩერებული პროექტები, მალევე
გაგრძელდება სახლების რეაბილიტაცია, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ეტაპობრივად
მოწესრიგდება გზები, მოგვარდება კანალიზაციის, გაზისა და წყლის პრობლემა.
„ყველა ოჯახში უნდა იყოს ერთი დასაქმებული მაინც“, - ამბობს ბატონი ცეზარი
და აცხადებს რომ „ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მეორე ტური იქნება, რაც გამორიცხულია“ .