ნატალია საბანაძე: ახლა ხდება სამივეს ერთად თავმოყრა და გადაწყვეტილების ტექსტზე შეჯერება.
„სტრასბურგში ახლა იმართება ევროპარლამენტის
პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ევროკომისიას, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს
შორის სამმხრივი დიალოგი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.
ამ სამივე ინსტიტუტმა ცალ-ცალკე თავისი გადაწყვეტილება გამოიტანა.
ახლა ხდება სამივეს ერთად თავმოყრა და გადაწყვეტილების ტექსტზე შეჯერება. ხშირად
ხდება ხოლმე, რომ ტრიალოგი ერთი შეკრებით არ მთავრდება, შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება სწორედ ამ ფორმატში გაჭიანურდა, მაგრამ
იმედია, რომ
საქართველოს ფაილზე მალე შეთანხმდებიან და ეს ერთი შეხვედრა საკმარისი იქნება“, - განაცხადა სტრასბურგში
საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ.