გივი თარგამაძემ: ვნახოთ, რას მოიტანს საქმის მასალების გაცნობა.
"ორი თვის თავზე შემთხვევიდან, როგორც იქნა, მცნეს დაზარალებულად. ამის შემდეგ ჯიუტად ამბობდნენ უარს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე ანუ საქმის მასალების ჩვენთვის გაცნობაზე.
დღეს დილით შეცვალეს პოზიცია და გადაწყვიტეს, რომ საქმის მასალები გაგვაცნონ. შესაბამისად, მაქვს
იმედი, რომ
დღეს მივიღებ პასუხებს კითხვებზე, რომელიც მაქვს, ვინაიდან ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მე მაქვს მხოლოდ კითხვები და არც ერთი პასუხი.
ვნახოთ,
რას მოიტანს საქმის მასალების გაცნობა. კითხვები
ძალიან ბევრია, მათ შორის ის, თუ
რაზე დაყრდნობით მოახდინეს დამნაშავის იდენტიფიცირება, ამის
საბუთები არ წარმოუდგენიათ", - განაცხადა ნაციონალური
მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გივი თარგამაძემ.