„ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. არ ვიცით რა მოხდება მომდევნო კვირას, არაფერს ვამბობ იმაზე თუ რა მოხდება მომდევნო წელს. იცით, კომუნისტური
საბჭოთა კავშირი ომობდა ყოველ 12 წელს, ხოლო
დღევანდელი რუსეთი ყოველ 6 წელს.
ჩეჩნეთის
პირველი და მეორე კამპანიები, საქართველო, უკრაინა.
ყირიმის შემდეგაც მუდმივად საომარი მოქმედებების სიტუაციაში იმყოფება რუსეთი, იქნება ეს აღმოსავლეთ უკრაინაში თუ სირიაში. დღეს რუსეთის მმართველები ომზე როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაზე საუბრობენ.
მათთვის
კარგია საომარ მდგომარეობაში ყოფნა, ამით ისინი გვეუბნებიან, ნახეთ
როგორი გმირები ვართ, როგორი
ძლიერები ვართ. ჩვენ ვხედავთ ძალიან თავხედ და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ლატვიის ყოფილმა
პრეზიდენტმა, ვალდას ზატლერსმა თბილისში, პრეზიდენტის
რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დროს.