ქუცნაშვილი: პარლამენტი იმიტომ არის პარლამენტი, რომ კონსტიტუციის ძალით მხოლოდ მას აქვს კანონებში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა
“ქართული კანონმდებლობა არ იცნობს იმას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შეიძლება მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შეიცვალოს.
ეს პირდაპირ ეწინააღმდეგბა კონსტიტუციას და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონს. თუკი რაიმე გამონაკლისი არსებობს, ეს თავად კანონში იწერება, სიტყვა ”გარდა”-ს ან სხვა პუნქტის დამატებით, თუ რაზე არ ვრცელდება პარლამენტის მიერ დადგენილი შეზღუდვები.
მოგიწოდებთ, ეს კარგი რეფორმა არ დავაყენოთ დარტყმის ქვეშ იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდა პარლამენტში შემოიტანოს საგამონაკლისო წესები და სურს, საგამონაკლისი წესები თავის დახურულ კაბინეტში გამოაცხოს.
პარლამენტი იმიტომ არის პარლამენტი, რომ კონსტიტუციის ძალით მხოლოდ მას აქვს კანონებში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა”, - ქართული ოცნების
დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.