მარშანია: ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში
00:51 30.12.2016
|
დღის სიახლეები
|
"ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში, წადით ხალხო მოსკოვში, დაელაპარაკეთ ოკუპანტ რუსეთს - ამ ოკუპანტ რუსეთს! დიახ, ოკუპანტ რუსეთს! რატომ გვეშინია ამ თემაზე საუბრის.
იარლიყების გვეშინია?! მე არაფრის არ მეშიანი გარდა იმისა, რომ სანამ ცოცხალი ვარ შეიძლება ვერ ჩავიდე სოხუმში - აი მხოლოდ ამის მეშინია! რატომ მივდივარ მოსკოვში? ზუსტად იმ ოკუპანტ აგრესორს რომ ვკითხო:
"როდემდე აპირებ ასე ცხოვრებას? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოლოს და ბოლოს, ეს უმძიმესი პროცესი დავძრათ? რა გინდათ ჩვენგან ბოლოს და ბოლოს? რატომ არის ეს მიუღებელი? რატომ არის ეს შეუძლებელი?"
პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია, გველეშაპი კი არ არის. პრეზიდენტია, ადამიანია ჩვეულებრივი! შენი სამშობლოს ნაწილების დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე ადამიანი..." - განაცხადა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ადა მარშანიამ.
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|