რუვენ რივლინი: ჩემი ვიზიტის დროს ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩემი ვიზიტის დროს ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ და როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმავოთ მეგობრობა და თანამშრომლობა.
ვაფასებ იმ დისკუსიებს, რომელიც გვქონდა დღეს დილით და მოუთმენლად ველოდები დანარჩენ შეხვედრებს. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ერთობლივი მუშაობის წყალობით და მჯერა, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია.
გილოცავთ, რომ თქვენ ჩამოაყალიბეთ ახალი მთავრობა. მე მჯერა, რომ ეს არის კარგი დრო, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ეკონომიკები და სამრეწველო პოტენციალი, ასევე გავაღრმავოთ კავშირები ჩვენს ერებს შორის“.