თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს
14:20 18.01.2017
|
დღის სიახლეები
|
დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„ჩვენ, თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება და როცა ბაღების თანამშრომლებს ჰქონდათ დაბალი ხელფასები, შეძლებისდაგვარად გავზარდეთ მათი შრომის ანაზღაურების მოცულობა.
წელს, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით ოპტიმიზაცია ტარდება, შესაბამისად ოპტიმიზაცია ერთნაირად უნდა შეეხოს როგორც სააგენტოს მენეჯმენტს, ასევე შესაბამისად სხვა დასაქმებულ ადამიანებს. ასე, რომ ამაზე თბილისის მერიამ გარკვეული პოლიტიკა უკვე გაატარა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა.
ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს. ასე, რომ მე დაახლოებით ორ კვირაში მექნება შესწავლილი შედეგები, რის შემდეგაც მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნარმანიამ.
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|