ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება- დემოკრატიული
საქართველოს“ ერთ-ერთი სახე ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილიც იქნება.
ამის შესახებ საუბარი არ სურთ ივანიშვილის პრესსამდივნოში.
“ქართული ოცნების” პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით,
უმჯობესია დაველოდოთ 21 აპრილს და შევიტყობთ, თუ ვინ იქნებიან წარმოდგენილი
პარტიაში.
19 წლის უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა თავიდანვე დააანონსა „ქართული
ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
უტა ივანიშვილი უკვე საქართველოშია და ის საზოგადოების წინაშე
პირველად „ქართული ოცნების“ საჩხერის ოფისის გახსნაზე გამოჩნდა.
Internet.ge