ამერიკელი
სენატორი
ჯონ მაკკეინი მიიჩნევს,
რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. ეს
განცხადება სენატორმა ავღანეთის უსაფრთხოების თემაზე ვაშინგტონის კარნეგის ცენტრში მოხსენების დროს გააკეთა.
"მინდა ნატოს წევრობაზე საქართველოს საკითხი განიხილონ. ძალიან დიდი ხანია ამ პოზიციაზე ვარ. გასულ წელს ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ინსტრუქციას აძლევს საქართველოსთვის
თავდაცვითი
იარაღის მიწოდების გზები მოსინჯონ. გვინდა ეს დოკუმენტი შესრულდეს",
-
განაცხადა
აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკეინნმა.
Internet.ge