ვაშაძემ და ქლინტონმა ნატოს სამიტის ფორმატზე იმსჯელეს
13:37 19.04.2012
|
დღის სიახლეები
|
2012 წლის 18 აპრილს, ნატო-ში მიმდინარე საგარეო და თავდაცვის მინისტრების გაერთიანებული შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი ქლინტონთან.
შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხს 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მომზადება წარმოადგენდა. მხარეებმა იმსჯელეს როგორც სამიტის ფორმატებზე, ასევე მის შინაარსობრივ მხარეზე.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული, რეგიონული უსაფრთხოების და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|