საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს, ბრიუსელში რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, ნატოში
საქართველოს ასპირანტ ქვეყნად მოხსენიება შემაშფოთებელია.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთს არა მხოლოდ ქვეყნის ნატოსკენ
სწრაფვა, არამედ საერთოდ საქართველოს
არსებობა აღიზიანებს.
„რუსეთის ფედერაციას აღიზიანებს საქართველოს არსებობა როგორც
დამოუკიდბელი, თავისუფალი, ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენეული ქვეყნის. ლავროვს
და პოლიტიკურ ელიტას კრემლში ორი არჩევანი აქვს ან მიეჩვიონ იმას, რომ საქართველოს
აქვს უფლება და ამ უფლებას გამოიყენებს, რომ გაწევრიანდეს იქ, სადაც
საქართველოს მოქალაქეებს სურთ, ან მოსკოვს მოუწევს ამის ყურება და ამასთან
შეგუება“,- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის
განცხადებით, დღესდღეობით, ნატოში, საქართველოს კვლავ ე.წ ასპირანტ ქვეყნებს შორის
მოიხსენიებენ, რაც მათ შეშფოთებას იწვევს.
ამის შესახებ განცხადება, რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის
შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ხელახალი მილიტარიზაციის პროცესი 2008
წლის აგვისტოს ომის შემდეგ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში ყოფნისას განაცხადა, რომ
სამხედრო მომარაგების სრულ აღდგენას მიაღწია, ასევე დაპირებას, რომ საქართველოს
აუცილებლად მიიღებენ ნატო-ში. ჩვენთვის ეს მაინც საგანგაშოა, მიუხედავად იმისა,
რომ ეს მისი ინტერპრეტაციაა“,- განაცხადა ლავროვმა.
Internet.ge