მმართველი
გუნდის წევრის, დეპუტატ გოკა გაბაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების
ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა რა შეფასებებიც
არ უნდა გააკეთოს, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია მაინც არ შეჩერდება.
როგორც
ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, მკაფიოდ ითქვა, რომ საქართვლოსთვის კარი ღიაა და ქვეყანა, ნატოში ინტეგრაციისკენ გზას წარმატებით გადის.
მისი
თქმით, ქვეყანას ინტერგაცია იმისთვის
სჭირდება, რომ საქართველო უფრო დაცული იყოს, ვითარდებოდეს, ეკონომიკურად წინ მიდიოდეს და ამ წინსვლის შედეგებს თითოეული ოჯახი გრძნობდეს.
„რუსეთს არ სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. მას უნდა,
რომ საქართველო მისი ბრძანებების შემსრულებელი და ნების აღმასრულებელი იყოს, რაც ასე არ იქნება“, – დასძინა მან.
Internet.ge