თორნიკე გორდაძე დღეს, შვედეთის საგარეო უწყების პოლიტიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძე დღეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორს ბიორნ ლირვალს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, ასევე საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური მდგომარეობა და განხორციელებული რეფორმები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები.
Internet.ge