რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეა - შექმნას ევრაზიული კავშირი, სიახლე
არ არის. ეს მოძველებული ინიციატივაა და ასახავს იმ ადამიანის შეხედულებებს,
რომელმაც საბჭოთა კავშირის სკოლა გაიარა, - განაცხადა დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა რიჩარდ კირაკოსიანმა.
როგორც „რეგნუმ რუ“ იუწყება, კირაკოსიანმა აღნიშნა, რომ
პუტინის ეს წინადადება ბევრ ქვეყანას არჩევანს არ უტოვებს. „თუ ჩვენ გვინდა
დავბრუნდეთ 90-იან წლებში და აღვადგინოთ საბჭოთა კავშირი, ამაში დადებითს, მე
ვერაფერს ვხედავ“ - განაცხადა ექსპერტმა.
მას ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ „საჭირო
დონეზე“ უპასუხა ამ ინიციატივას, - გაამყარა რა ურთიერთობები ევროკავშირთან.
„არ არის აუცილებელი, რომ სომხეთი ევრაზიული გზით წავიდეს წინ, მიუხედავად იმისა,
რომ ევროინტეგრაცია ხელს არ უშლის ამ პროცესს. სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანია
რუსეთისთვის და მისი ერთადერთი სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ
რუსეთმა უფრო მეტი პატივი უნდა სცეს სომხეთს“ - განაცხადა კირაკოსიანმა.
internet.ge