გაბაშვილი: მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია და ამომრჩეველთან შეხვედრის უფლება აქვს
მმართველი
გუნდის წევრის, დეპუტატის გოკა გაბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია
და მას ამომრჩევლებთან შეხვედრის უფლება აქვს.
როგორც
ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, ნებისმიერ პარტიას აქვს
უფლება თავის ამომრჩეველს რესტორანში შეხვდეს.
მისი
თქმით, ამომრჩეველთან შეხვედრა ნებისმიერი სახის დარბაზში შეიძლება, მათ
შორის რესტორანში და ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
„მერაბიშვილი
გიგი უგულავასთან, დიმიტრი შაშკინთან და მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად, თავის ამომრჩეველს ხვდება. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების
შეხვედრა მხარადამჭერებთან. ჩვენ კონტროლის პალატაში ყოველთვიურად ხარჯებს წარვადგენთ,
მათ შორის დარბაზების დაქირავებისთვისაც. ყველა პარტია თავად წყვეტს, სად შეხვდება
ამომრჩეველს – დარბაზში თუ ქუჩაში“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ვანო მერაბიშვილი რესტორან „ლაზურში“ მასწავლებლებთან შეხვედრაზე გამოჩნდა და მან შეხვედრაზე მხოლოდ 10 წუთი დაჰყო, შემდეგ კი რესტორანი უკომენტაროდ დატოვა.
internet.ge