პარლამენტის
თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა – ქვეყანაში
ისეთი პირობები არსებობდეს, სადაც ბევრი ახალი საწარმო შეიქმნება და ბევრი ადამიანი
დასაქმდება.
დღეს,
დავით ბაქრაძე იმერეთის რეგიონს ესტუმრა და თერჯოლის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომელთანაც ჯანდაცვის
საკითხებზე, ახალ სამედიცინო ცენტრებსა და საპენსიო პაკეტზე ისაუბრა.
პარლამენტის
თავმჯდომარემ ყურადღება მედიაციის სამსახურის ფუნქციებზე გაამახვილა, რომელიც
მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაში დაეხმარება.
ამას გარდა, პარლამენტის
თავმჯდომარე მოსახლებასთან შეხვედრის შემდეგ ღვინის ქარხანა "ხარებას“ ესტუმრა,
სადაც 350 ადგილობრივია დასაქმებული.
"მთავარი პრიორიტეტი
აქაც, ისევე, როგორც ყველგან, დასაქმებაა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩემი თერჯოლაში
სტუმრობის ერთ-ერთი ნაწილი იმ საწარმოების დათვალიერებაა, სადაც არის წარმატებული
წარმოება“, – დასძინა მან.
დღესვე, დავით ბაქრაძემ
თერჯოლაში „ძევრულჰესი“ მოინახულა და ადგილობრივი მომუშავე პერსონალის სამუშაო
პირობებით დაინტერესდა.
internet.ge