მიხეილ სააკაშვილი: წინა მთავრობის მინისტრები ისტერიულად ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინა
მთავრობების დროინდელი მინისტრები ახლა, ისტერიულად კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას
ცდილობენ.
როგორც კახეთში ყოფნისას, პრეზიდენტმა განაცხადა, ადრე საქართველო არ
იყო ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება შეიძლებოდა, დღესდღეობით კი, ვითარება
რადიკალურად შეცვლილია.
„ადრე საქართველო არ იყოს ბიზნესის კეთების ადგილი, ეს იყო ჩამორჩენილი
ქვეყანა, საიდანაც გარბოდა ხალხი და არ იყო რაიმეს კეთების პერსპექტივა.
ბოლო წლებში კი, ქვეყანაში
ქართველების მიერ შექმნილი კომპანიები გაჩნდა, რომლებიც საერთაშორისო
ბაზარზე გადიან, ამის მაგალითი კი, „სილქროუდ ჯგუფია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, როცა ქვეყანაში ყველას თავისი ბიზნესი და
შემოსავალი ექნება, როცა ყველა დასაქმებული იქნება, მაშინ საქართველო ბოლომდე
მდიდარი გახდება და სხვადასხვა ძალების ხელში სათამაშო აღარ იქნება.
internet.ge