საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი ახალი პარტიის დაფუძნებას მიესალმება, მიუხედავად იმისა, რომ მათ იდეოლოგიას არ ეთანხმება.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს
გაბაშვილმა
განუცხადა,
„ნაციონალური
მოძრაობის“ კონკურენტი ის პრობლემებია, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
მისი თქმით, საქართველო ღია და დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც პარტიები იქმნება და პოლიტიკური კონკურენციაა.
„ახალი პოლიტიკური ძალის დაფუძნებას მივესალმებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ იდეებს არ ვეთანხმებით. ის, რომ პარტიები იქმნება და საქართველო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება, ეს ძალიან კარგია“, - დასძინა
კანონმდებელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს,
„ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პარტიას - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ოფიციალურად დააფუძნებს, რის შემდეგაც,
უახლოეს მომავალში, პარტია პოლიტიკურ ბლოკად - „ივანიშვილი და ქართული ოცნება“
ჩამოყალიბდება,
რომლის ლიდერი თავად ბიზნესმენი იქნება.
Internet.ge