ჩეხეთის რესპუბლიკის
სენატის თავმჯდომარე, მილან შტეხი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 22-24 აპრილს
ეწვევა.
ამის შესახებ “ინტერნეტ.ჯი”- ს პარლამენტის
პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ვიზიტის
ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე 23 აპრილს ქართველ კოლეგას, დავით
ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც, ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ამას გარდა, ჩეხეთის
რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად ჩეხ ბიზნესმენებს
შეხვდება და ჩეხეთ-საქართველოს
ბიზნეს ფორუმში მიიღებს
მონაწილეობას.
ამასთან, დაგეგმილია
მილან შტეხის შეხვედრა - საქართველოს
პრემიერ მინისტრ, ნიკა გილაურთან და თბილისის მერთან გიგი უგულავასთან.
ასევე, დელეგაციის
წევრები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსაც ეწვევიან და იქ არსებულ საგანძურს დაათვალიერებენ.
ამასთან, მოსწავლე ახალგაზრდობის
სასახლეში კონცერტს დაესწრებიან.
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია
საქართველოს - 24
აპრილს დატოვებს.
Internet.ge