საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი კახა კალაძე "ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველოს" სადამფუძნებელო ყრილობას ვერ ესწრება. ამის შესახებ იბფორმაცია კალაძემ სოციალური ქსელით
თავად გაავრცელა. მისი თქმით, ამის მიზეზი
ფეხბურთელის გადატვირთული გრაფიკია.
„დღეს იქმნება პოლიტიკური ძალა, სადაც გაერთიანებულნი არიან თავიანთ სფეროში წარმატებული, პატიოსანი ადამიანები, რომლებმაც ხალხის სიყვარული და საყოველთაო აღიარება უკვე დაიმსახურეს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, მათ გადაწყვიტეს მეტი აქტივობა გამოეჩინათ“,-
აცხადებს კალაძე.
მისივე თქმით, ქვეყნის ბედი ხალხის ხელშია.
„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელთაა. დღეს არსებული კაცთმოძულე რეჟიმის დასამარცხებლად შექმნილი პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ კოალიციის სხვა წევრებთან და ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ყველა ერთად ავიხდენთ ასე ნანატრ ქართულ ოცნებას. არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- ნათქვამია
განცხადებაში.
Internet.ge