ამერიკელი
ბიზნესმენის,
ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, პროექტი „ტრამპ თაუერი“,
რომელიც საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში განხორციელდება, განსაკუთრებული იქნება.
ამის
შესახებ განცხადება, დონალდ ტრამპმა
დღეს, თბილისის
საერთაშორისო
აეროპორტში
გააკეთა.
ბიზნესმენის განცხადებით, მისთვის
საქართველოში ჩამოსვლა დიდი პატივია.
„ჩემთვის დიდი პატივია
საქართველოში ჩამოსვლა, ძალიან საინტერესო 24 საათი გველოდება. პროექტი კი,
შესანიშნავად წარიმართა. მოუთმენლად ველოდები მის ხილვას და ვფიქრობ მართლა
განსაკუთრებული იქნება“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ბიზნესმენი ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“
იმყოფება, ცოტა ხანში კი, ის თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად ძველ თბილისს
დაათვალიერებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი დღეს საქართველოში ჩამოვიდა. ორდღიანი
ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
შეხვდება და ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრება.
Internet.ge