საგამოფენო
ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ბიძინა ივანიშვილის
პარტიის ყრილობაზე დასასწრებად, პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
ლიდერი გოგი თოფაძე და პარტიის წევრი ზურაბ ტყემელაძე მივიდნენ.
გოგი თოფაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ
გააკეთა. პარტიის წევრ ზურაბ ტყემელაძის განცხადებით კი, ის არ
არის „ქართული პარტია-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ამ დრომდე „მრეწველებში" რჩება.
ტყემალაძემ ასევე აღნიშნა, რომ პარტიას, რომელიც დღეს დაფუძნდება დიდი
მომავალი აქვს და დღევანდელი დღე ხელისუფლების შეცვლის საწინდარი გახდება.
Internet.ge