პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
ოფიციალურად დაფუძნდა.
დარბაზში მყოფი ათას სამასი წევრიდან, პარტიის დაფუძნებას მხარი ათას
ცხრა დელეგატმა დაუჭირა. ხმის მიცემა „ქართული ოცნების“ მანდატების აწევით
ფიქსირდება.
ყრილობის თავმჯდომარე არჩილ კბილაშვილმა გამოაცხადა, თუ ინ იყო
პარტიის ოფიციალურად დაფუძნების მომხრე, რის შემდეგაც დელეგატებმა მანდატების
აწევით დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.
ხმის დამთვლელმა კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც ელისო ჩაფიძეა,
დელეგატთა ხმები დაითვალა.
შეგახსენებთ, რომ ხმების დამთვლელი კომისია დღევანდელ ყრილობაზე იქნა
არჩეული, სადაც თავმჯდომარის ჩათვლით სულ
10 წევრია.
Internet.ge