პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.
როგორც მანანა კობახიძის წარდგენისას ყრილობის თავმჯდომარე არჩილ
კბილაშვილმა განაცხადა, კობახიძე დროებით იქნება თავმჯდომარე და მომავალში პარტიას
აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
ვინაიდან ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა დროს მოითხოვს, ამის
გამო პარტიის საინიციატივო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დელეგატების წინაშე პარტიის
თავმჯდომარედ მანანა კობახიძის არჩევისა.
ასევე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური პარტია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წესდება დამტკიცდა.
პარტიის წესდება ყრილობის თავმჯდომარე არჩილ კბილაშვილმა წაიკითხა და
პარტიის მომავალ წევრებს ის წესები გააცნო, რომელიც მათ პარტიული მოღვაწეობის დროს
უნდა დაიცვან.
ამასთან ერთად, ჩატარდა კენჭისყრა პარტიის სიმბოლოკაზე და დროშაზე. პარტიის
სიმბოლოდ მიიღეს შვიდქიმიანი ვარსკვლავი, წარწერით - "ქართული ოცნება".
internet.ge