ეროვნული ფორუმის წევრები დღეს, ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობას არ დასწრებიან.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ფორუმის პრესსამსახურში განუცხადეს,
არც ერთი ლიდერი, ყრილობაზე არ იმყოფებოდა, რადგან ყველა მათგანი რეგიონებში
მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
პრესამსახურის ინფორმაციითვე, ყრილობაზე ფორუმის სხვა წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გვარებს ვერ ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.
Internet.ge