მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპს ბრწყინვალების ორდენი გადასცა
21:40 21.04.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის, დონალდ ტრამპი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარია.
"დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას. 80-მილიონიანი თურქეთის გარდა, კონტინენტურ ევროპაში საქართველო ერთერთია, სადაც ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებს თავის კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი დღეს, საქართველოში თანაშემწესთან ერთად ჩამოვიდა.ბიზნემსმენის ინვესტიციით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|