მიმდინარე კვირას, პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება, რომელიც 323 მუხლისგან შედგება.
დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, რეგლმენტის პროექტის ინიცირება მოხდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი”–ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, მომავალი პარლამენტისთვის,
დოკუმენტის
მიღება – საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.
მისი თქმით, ახალი რეგლამენტი ორი ნაწილისაგან შედგება – ძირითადი ნაწილისაგან, რომელიც იმ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში შევა, ხოლო, მეორე ნაწილში, გარდამავალ დებულებებში - არის დრობითი ნორმები, რომლებიც 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე იმუშავებს.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, გოგორიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის ახალი პარლამენტი საქმის ელექტრონულ წარმოებაზე გადავა.
დეპუტატის განმარტებით, კანონპორექტი ინიცირებისთანავე,
პარლამენტის
ვებ–გვერდზე აიტვირთება.
Internet.ge