პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოში ბიზნეს-ფორუმების გამართვა დამატებითი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოთი დაინტერესდნენ.
დღეს, დავით ბაქრაძე საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმის გახსნას დაესწრო.
როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, ჩეხეთ–საქართველოს ურთიერთობები
პოლიტიკურ ჩარჩოებს გასცდა და ბიზნეს და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გადავიდა.
„ეს იმის პერსპექტივას ქმნის,
რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს, ახალი საწარმოები გაიხსნას, მეტი ადამიანი დასაქმდეს
და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმანს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა ასეთ ღონისძიებას პრიორიტეტულობით
ვეკიდებით. ჩეხეთის და საქართველოს ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება“, – დასძინა
მან.
ფორუმი საქართველოს
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით
იმართება.
Internet.ge