საგარეო უწყება საქართველოში, ამერიკელი ბიზნესმენის, დონალდ ტრამპის
ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ
ტრადიციულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, ტრამპის
ვიზიტი ქვეყნისთვის სავიზიტო ბარათი გახდება და ხელს შეუწყეობს ახალი
ინვესტიციების დაბანდებას.
„საქართველოში შემოსულ ყველა ინვესტიაციას მივესალმებით. მსგავსი
მსხვილი ინვესტორები საქართველოს მეტ მოქალაქეს დაასაქმებს, რაც
პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან“,- განაცხადა ნინო
კალანდაძემ.
Internet.ge