ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობაზე კოალიციის ყველა ლიდერი იყო
დაპატიჟებული.
ამის შესახებ განცხადება,
ფანჯიკიძემ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთ.
მისი თქმით, ყრილობაზე დასასწრები
მოსაწვევები არ არსებობდა და კოალიციის ყევლა წევრი სიტყვიერად იყო დაპატიჟებული.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერებმა
სადამფუძნებლო ყრილობაზე მოსვლა ტექნიკურად ვერ შეძლეს, მიზეზებს კი არავინ
ჩაძიებია. კახა შარტავამ წინა დღით თქვა, რომ იგი მოსვლას ვერ შეძლებდა“,-
განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული
ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები არ
იმყოფებოდნენ.
Internet.ge