პარლამენტში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება
16:39 26.03.2012
|
დღის სიახლეები
|
საკანონმდებლო ორგანო, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პროექტი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივად, დარეგისტრირდა. წარდმოდეგნილი პროექტი, პარტიის ფინანასებთან, შემოწირულობებთან, აგრეთვე პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. შეგახსენებთ, რომ პროექტზე ხელახალი მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის შეცვლა მოითხოვეს. მსჯელობა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ინიციატივად ის წინადადებები დარეგისტრირდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, მიმდინარე კვირის, ხუთშაბათს გაიმართება, პარასკევის პლენარულ სხდომაზე კი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონპროექტი, პირველი მოსმენით გავა. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|